ზურაბ წერეთლის კოლუმბის 80-მეტრიანი ქანდაკება პუერტო-რიკოში დაიდგა
- მსოფლიო
- 16.06.2016
- 10:40
ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი ქრისტოფორე კოლუმბის 81,7-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება პუერტო-რიკოში დაიდგა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სკულპტურის ოფიციალური სახელწოდებაა ”ახალი სამყაროს დაბადება” და ის ორჯერ მაღალია რიო-დე-ჟანეიროს ქრისტესა (38 მ) და ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებებზე (პედესტალის გარეშე მისი სიმაღლე 33 მეტრს შეადგენს). წერეთლის ახალი ქმნილება 6,5 ტონას იწონის.
ახალი მონუმენტი პუერტო-რიკოს ჩრდილოეთ ნაწილში ზუსტად იმ ადგილზე დაიდგა, რომელსაც კოლუმბის ხომალდი 1492 წელს მიადგა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200