png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი მედიაკონფერენციას დაესწრო

  • საზოგადოება
  • 16.06.2016
  • 12:52
საქართველოს პრეზიდენტი მედიაკონფერენციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომლის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერება - ახალი რეალობა".

ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიის როლზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნის წინაპირობა დამოუკიდებელი მედიაა.

„ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები, რომელსაც სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განვითარება ჰქვია. ეს პროცესები დიდადაა დამოკიდებული დამოუკიდებელ მედიაზე.

მედია ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ქართველი ხალხი დიდი ინტერესით არის განწყობილი მედიისა და პოლიტიკის მიმართ. ისინი დაინტერესებული არიან იმ რეპორტაჟებით, რომელსაც ჟურნალისტები ამზადებენ; იმ დისკუსიებითა და კითხვებით, რომელსაც მედია პოლიტიკოსებს უსვამს.

ხალხს უყვარს მედიის წარმომადგენლები. საზოგადოებას არ ვუყვარვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და აინტერესებთ ის, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. სწორედ ეს პროცესი არის გარანტია ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც ურთიერთობ მედიასთან, ეს რეალურად ნიშნავს, რომ შენ ურთიერთობ საზოგადოებასთან.

„მედიას შეუძლია პირდაპირ მოგაწოდოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს საზოგადოება. როგორც პოლიტიკოსს ყოველთვის გაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ არასოდეს იცი რეალურად რას ფიქრობენ ისინი. ამიტომაც ჟურნალისტებს აღიქვამ იმ ადამიანებად, რომლებსაც მოაქვთ ჩვენამდე ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

ჩემზე ყოველთვის დიდ შტაბეჭდილებას ახდენდა მედიის განვითარების, ჩვენი მედიის საქმიანობის დონე, თუ რაოდენ კარგად არიან ერუდირებული ჩვენი ჟურნალისტები, რაოდენ კარგად არიან ისინი მომზადებული ინტერვიუსათვის. საქართველოში ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მედია დემოკრატიის მამოძრავებელი ერთერთი ძალაა", -აღნიშნა პრეზიდენტმა.

EJTA-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით დღეს გაიხსნა, პირველად ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედიასკოლების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge