primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

კახა კახიშვილი ტალინში ესტონეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 17.06.2016
  • 09:22
კახა კახიშვილი ტალინში ესტონეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე შედიოდნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი.

ვიზიტის ფარგლებში, მიმდნარე წლის 16 ივნისს შედგა კახა კახიშვილის ორმხრივი შეხვედრა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან ურმას რეინსალუსთან (რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ესტონეთის პენიტენციალურ სისტემასთან დაკავშირებული შესაბამისი მიმართულებები). შეხვედრისას, კახა კახიშვილმა ესტონელ კოლეგას  საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მრავალი მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესზე, ევროპული სტანდარტების შემდგომი დანერგვის თვალსაზრისით არსებულ სამომავლო გეგმებსა და საერთაშორისო შეფასებებზე, შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლების ჩათვლით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთიანი ევროპული ფასეულობების შემდგომი განმტკიცებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის, ისევე როგორც ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, კახა კახიშვილმა ურმას რეინსალუსთან  საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილა და ქვეყნის მიერ სრულად განხორციელებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; მან აქვე ესტონეთის მხარდაჭერის გამო მადლიერება გამოხატა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა  საქართველო-ესტონეთის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და  პენიტენციისა და პრობაციის სფეროში სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ესტონეთის იუსტიციის მინისტრი  ქართველი კოლეგის ესტონეთში ვიზიტს მიესალმა და შეხვედრის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა. ურმას რეინსალუმ, თავის მხრივ, პენიტენციური სისტემის რეფორმირების კუთხით, კახა კახიშვილს ესტონური გამოცდილება გაუზიარა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ესტონეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებებით. შეხვედრის დასასრულს, კახა კახიშვილმა ესტონელი კოლეგა საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად საქართველოში მიიწვია.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, იმავე დღეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ქალაქ ტარტუს ციხეც მოინახულა და აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს რაინ იუკსს შეხვდა. მხარეებმა მსჯელობისას ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ციხეების ეფექტიანი მართვა, რისკების შეფასების გათვალისწინებით; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების მოქმედება; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიციურობის უზრუნველყოფა და ამაღლება. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge