png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 17.06.2016
  • 09:41
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა

2016 წლის 16 ივნისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომკომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგისინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე.

16 ივნისის სხდომაზე ქართულ დელეგაციას, რომელიც შედგებოდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უფროსი რანგისწარმომადგენლებისგან, ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარეწლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის მხარე, რომელსაც წარმოადგენდა ევროპული საგარეოქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-სდირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისადა ევროკომისიის წარმომადგენლები.

შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც მოიცავდა საქართველო-ევროკავშირისთანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით" გათვალისწინებულ ყველა ძირითადპრიორიტეტს.

სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოსდამოუკიდებლობის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის  შემდგომი გაძლიერების მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს და აღნიშნა რა რეფორმებისუწყვეტობის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ხელისუფლებას ამპროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანიუვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობაზე. ევროკავშირის მხრიდან  კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნასაქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული წარმატებულირეფორმები.

საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და დარგობრივითანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობას ისეთ სფეროებშიროგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმებადა სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ. ევროკავშირიმიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან დღემდე ამ მიმართულებითგანხორციელებულ ძალისხმევას.

ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმისაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოებისა დაჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა 19 მაისს სოფ. ხურჩაშისაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ. ქართულიმხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნაევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომლის მანდატიც გაგრძელდა ორი წლით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებშიევროკავშირის ჩართულობა.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის ეგიდითწარმოებულ სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge