png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვა 6 თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა

  • პოლიტიკა
  • 17.06.2016
  • 11:38
ზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვა 6 თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვა 6 თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა. 

„6 თვის ბოლომდე კიდევ 2 კვირაა დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ამოწურა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 6 თვის 308 მლნ ლარის ბიუჯეტი. დარჩენილ 14 დღეში მას დაახლოებით 24 მლნ ლარის დამატება სჭირდება.

ამ თანხას დავით სერგეენკო ტრადიციულად სამინისტროს მეოთხე კვარტალის ასიგნებებს მოაკლებს და ამჟამინდელ დეფიციტს ამით ამოავსებს, მაგრამ ამით მხოლოდ გაამწვავებს იმ პრობლემას, რომელთან გამკლავება წლის ბოლოს უკვე სხვა მთავრობას და სხვა მინისტრს მოუწევს.

დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა კი აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმის შემუშავება-განხორციელება არ შეუძლია.ჯანდაცვის მინისტრს არ გადაუდგამს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი, რაც იმის ვარაუდის საფუძველს მოგვცემდა, რომ მომდევნო თვეებში ხარჯვა უდეფიციტო იყოს. შესაბამისად, წელსაც - ისევე, როგორც 2015 წელს - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტის ზომა მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს - ანუ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველაფერს ამ პერსპექტივით უყურებს: აღარ აინტერესებს, მერე რა იქნება.

აღსანიშნავია, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად ვერ დაფარა. 2015 წლიდან სამინისტროს კლინიკების მიმართ დაახლოებით 65 მლნ ლარის დავალიანება გადმოჰყვა, რომლის ნაწილი დღემდე არაა გადახდილი.ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge