png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში წლების წინ დახურული 25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 17.06.2016
  • 14:03
თბილისში წლების წინ დახურული 25-ე  საბავშვო ბაღი გაიხსნა

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე  წლების წინ დახურულ №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი)  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბაღი გათვლილია 350 აღსაზრდელზე.

ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ალიბეგაშვილთან,  მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ესწრებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის  მერია ინტენსიურად მუშაობს  ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმართულებით. 

„დღეს გავხსენით მეოთხე ახალი საბავშვო ბაღი, რითაც  350 პატარას ვაჩუქეთ სიხარული. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ბაღი, სადაც პატარების ღირსეული აღზრდისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ამით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან აქტუალურ  პროგრამას,  რასაც ჰქვია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა სულ უფრო მეტ უბანში.  ზაფხულის განმავლობაშიათამდე ახალი ბაღის მშენებლობადაიწყება, სექტემბერში კი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დადგომას 3 ახალი ბაღით შევხვდებით“ - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობაში შესახლებული იყვნენ დევნილები, რომლებიც,  მოგვიანებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო. 

ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი  იფუნქციონირებს და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში სამი ახალი  და  წინა წლებში დახურული ასევე სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge