png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ენმ-ის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

  • პოლიტიკა
  • 17.06.2016
  • 14:06
 ენმ-ის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ის დოკუმენტური მტკიცებულებები წარუდგინეს, რომლებიც „მიუთითებენ ვიცე-პრემიერის კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობაზე კორცხელის ინციდენტის ორგანიზებაში“. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ენმ-ს წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ასევე გააცნეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ასევე საუბარი შეეხო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არსებულ დარღვევებს და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს.
პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ ის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს.
,,კორცხელის ინციდენტი და დამატებითი დოკუმენტაცია, რაც დღეს გახდა ცნობილი, არის მხოლოდ ერთი დეტალი, რომელიც ქმნის საერთო კონტექსტს, თუ სად მიდის ქვეყანა. საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ხელისუფლება არ აპირებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაძლებლობის მიცემას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მან საკუთარ თავზე აიღო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge