png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა

  • საზოგადოება
  • 17.06.2016
  • 15:09
საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის (Europris) სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს, ჰოლანდიის ქალაქ ზაანდამში გაიმართა.

ღონისძიებაში, საქართველოს მხრიდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად მიხანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბაქარ ჯიქია მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ორგანიზაციის სრულფასოვანმა წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს სტატუსის შეცვლას ასოცირებული წევრობიდან სრულფასოვან წევრობამდე, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს.

შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული  საკითხები განიხილეს, მათ შორის: უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მდგომარეობა დაწესებულებებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე კომუნიკაციისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენება და სხვა. ამასთან, ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და 2015 წლის საქმიანობის ანგარიში, ასევე, 2016 წლის გეგმა მიიღეს.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge