png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ენმ-მ ჭიათურაში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგი ჩიქვილაძე წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 17.06.2016
  • 15:26
 ენმ-მ ჭიათურაში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგი ჩიქვილაძე წარადგინა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჭიათურაში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგი ჩიქვილაძე წარადგინა და განაცხადა, რომ ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ ჭიათურისთვის ბევრ რამეს გააკეთებს.

"ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ, ის ჭათურისთვის ბევრს გააკეთებს. წლების წინ სიტუაცია სხვანაირად იყო. "ქართული ოცნება" დადიოდა რეგიონებში და ამბობდნენ, რომ როგორც საჩხერეს, ისე ავაყვავებთ ჭიათურასო. მაგრამ ვხედავთ, რა როგორაა. იმის მაგივრად, რომ წინ წასულიყო ქვეყანა, ყველაფერი უკან წავიდა. დღეს გაჭირვებაზე და პრობლემაზე რომ ისაუბრონ, საუბრობენ იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა. გამოდის ივანიშვილი და ამბობს, რომ კიდევ 15 წელი დასჭირდება ყველაფერს, ასეთი მთავრობის ხელში კი, 150 წელი დასჭირდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, პარტიის ამოცანა ქვეყნისა და ხალხის გამარჯვებაა.

"ჩვენი ამოცანაა ქვეყნის და ხალხის გამარჯვება და წინ წაყვანა. დიდი განსხვავება ხუთი წლის წინანდელ საქართველოსა და დღევანდელს შორის იცით, რა არის? ხალხს ხუთი წლის წინ იმედი ჰქონდა, რომ შეიცვლებოდა ყველაფერი. დღეს კი ვხედავთ, როგორი სიტუაციაა. აუცილებლად გვეშველება და ფეხზე დავდგებით, გამარჯვებიდან ერთ თვეში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს ჭიათურაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ახალი სახე, სოფიო სუიკაევა წარადგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, ის პარტიისთვის ახალ სახეს წარმოადგენს და მისთვის დიდი პატივია დღეს ამ შეხვედრაზე საზოგადოებისთვის სოფიო სუიკაევას გაცნობა.

დღეს "ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარობის კანდიდატს საჩხერეშიც წარადგენს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge