png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

5 000 ნერგი ვერეს ხეობაში - ნინო სულხანიშვილი მარადმწვანე ხეების მდგომარეობას გაეცნო

  • საზოგადოება
  • 17.06.2016
  • 16:10
5 000 ნერგი ვერეს ხეობაში - ნინო სულხანიშვილი მარადმწვანე ხეების მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებმა ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობა შეისწავლეს. ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“ ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

სპეციალისტების შეფასებით,  ხეობაში დარგული მცენარეების მინიმუმ 80%-ი გაიხარებს. რაც შეეხება დანარჩენს, კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“-ის მიერ ნერგების  მოვლა- პატრონობაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში, იგივე სახეობისა და ზომის ხე მცენარეებით სრულად ჩანაცვლდება.  ეს ჩანაცვლება კი  არსებული საკონტრაქტო ღირებულების ფარგლებში მოხდება.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, დარგული მცენარეების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

„მსგავსი მასშტაბის გამწვანების პროექტი ქალაქში არ განხორციელებულა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი. ჩვენ გვაქვს მუდმივი მონიტორინგი დარგული მცენარეების, ასევე თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაცია, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და  კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტებთან“,- განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

კონტრაქტორი კომპანია  შპს „გრინსერვის+“-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება მწვანე ნარგავების შესანარჩუნებლად. უკვე შეტანილია სასუქი, მიყვანილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დაყენებულია ჭიგოები.

პროექტის ფარგლებში, ვერეს ხეობაში სულ 5 000 ნერგი დაირგო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge