png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

  • პოლიტიკა
  • 18.06.2016
  • 10:36
პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რამსფელდის ფონდისპრეზიდენტსა და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს და Khalilzad Associates-ისპრეზიდენტს ზალმაი მამოზი ხალილზადს უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობასა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტისცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და რამსფელდის ფონდის ეგიდით, თბილისში მიმდინარე კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდსა და ზალმაი მამოზი ხალილზადს საქართველოსსახელმწიფოებრიობის განვითარებისა, და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ, დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებისათვის მიღებაგაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გაძლიერებისადა გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტი დონალდრამსფელდი და Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზი ხალილზადი ოქროს საწმისის ორდენითდაჯილდოვდნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც საქართველოსპრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო მასპინძლობს დაუზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდერებისათვის მუდმივ დიალოგსა და ურთიერთობისშესაძლებლობას.

„ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ასეთ გამორჩეულ საზოგადოებას აქ, პრეზიდენტის სასახლეში.

მივესალმები დონალდ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ესმნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოში აღენიშნათ.

მჯერა, რომ აქ გატარებულ დღეებს იმ წარმატებულ პროექტებზე ფიქრსა და მუშაობას მოახმართ, რომელთაცთითოეული თქვენგანი საკუთარ ქვეყნებში ახორციელებთ.

შემიძლია აღვნიშნო, რომ რამსფელდის ფონდის კურსდამთავრებულები დიდ როლს ასრულებენ ქართულპოლიტიკურ, საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რათაგაეფართოებინათ საქართველოს გზა დემოკრატიისა და ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახისკენ.

მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვის მდივანს, ბატონ რამსფელდს და ელჩს, ბატონ ჰალილზადს დაგადავცე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც საქართველოს სახელით გადაეცემათ უცხოელებს მათ მიერჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს გაწეული მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღებას რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებთან ერთად,პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ.

17-19 ივნისს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი და რამსფელდისფონდი თბილისში ატარებენ კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულფორუმს, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება რამსფელდის სტიპენდიის პროგრამის (Rumsfeld Fellowship Program) ეგიდით. ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვისმნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ფორუმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიცმონაწილეობენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge