png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით როტერდამში იმყოფება

  • ეკონომიკა
  • 20.06.2016
  • 11:35
დავით ხუციშვილი  სამუშაო ვიზიტით როტერდამში იმყოფება

20 ივნისს ქ. როტერდამში (ნიდერლანდების სამეფო) ევროკომისიისა და ნიდერლანდების სამეფოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა  „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების დღეები“ (TEN-T Days 2016),  რომლის  ფარგლებშიც  შედგა მინისტერიალი „სატრანსპორტო თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან“ და ასევე  შეხვედრა ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი. თავის გამოსვლაში ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო მაგისტრალთან შეერთების მნიშვნელობას, ისაუბრა სატრანსპორტო ინფრასტუქტურულ პროექტებთან ერთად  ტრანსპორტის სფეროში საკანონმდებლო ჰარმონიზაციის, უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებზე. დავით ხუციშვილმა ასევე ისაუბრა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მნიშვნელობაზე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების მიზნით.

ღონისძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის წარმომადგენლებთან - ტრანსპორტის ევროკომისრის ვილოლეტა ბულცის კაბინეტის უფროსთან მატეჟ ზაკონჟეკსთან და მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალურ დირექტორთან ჰენრიკ ჰოლოლეისთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბოსნია/ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბოსნია/ჰერცეგოვინას გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge