png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ ღია კარის დღე გამართა

  • ეკონომიკა
  • 20.06.2016
  • 12:56
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ ღია კარის დღე გამართა

 „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მომავალი მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღე გამართა. აბიტურიენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) უნივერსიტეტის რექტორმა წარუდგინა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ წელს 50 სტუდენტს მიიღებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამზე ფინანსებში. აღნიშნული პროგრამა 2 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: დასავლური განათლების მიღების და სწავლის სრულად დაფინანსების შესაძლებლობა, კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ კონტაქტები დაამყარონ წარმატებულ ადამიანებთან.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალურ პირობებს სთავაზობს. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფახურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

 „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ 2 წლის განმავლობაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 78  სტუდენტი მიიღო. აქედან  80%-მა უკვე ისარგებლა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მოქმედი დაფინანსებით. წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს 40-მდე წარმატებული კუსრდამთავრებული ეყოლება. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტების 90%-ი დასაქმებულია და წამყვან კომპანიებში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.mba.edu.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge