png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელი „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

  • საზოგადოება
  • 20.06.2016
  • 13:21
სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელი „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი 18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, მას ცენტრის ადმინისტრაციისა და თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ ცილისწამებად აფასებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

18 ივნისს, გადაცემა „ბიზნესკურიერის“ ეთერით ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით,  „არამიანცის“ ტერიტორიაზე განლაგებულ კლინიკებს 90%–ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ცენტრის მიერ ამოღებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ სატელევიზიო ეთერამდე რამდენიმე დღით ადრე, ანზორ მელია შეხვდა ცენტრის დირექტორს, თავად გაეცნო  ამ მონაცემებს და არანაირი პრეტენზია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ არ გამოუთქვამს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხორციელდება კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით.შესაბამისად, „ბიზნესკურიერში“ გასულირეპორტაჟი მთლიანად აგებული იყო ცრუ ბრალდებებზე, რაც პირდაპირ ლახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომუშავე თანამშრომლების, ექიმების ღირსებას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად და ხშირად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად. 

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „უმოქმედო“ უწოდა, რასაც მოჰყვა ანზორ მელიას ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული ბრალდებები. ცენტრის ადმინისტრაცია მიიჩნევს,  რომ ეს პროცესები დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

ბუნებრივია, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან. ცენტრმა  შეძლო დადანერგა ძალიან საინტერესო,მნიშვნელოვანი პროგრამები.შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამან გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი და ისინი წინასაარჩევნო პერიოდში დაუპირისპირდნენ  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას.

მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის საპასუხოდ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, კერძოდ: ცენტრი „ბიზნესკურიერის“ გუნდს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში წარმოადგინოს კორუფციული სქემებისა და გარიგებების დამადასტურებელი ფაქტები და დოკუმენტები.  წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამოცენტრი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

რაც შეეხება ანზორ მელიას, ცენტრის იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომელიც  უახლოეს საათებში შევა სასამართლოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge