png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლევან სამუშია შეუერთდა

  • პოლიტიკა
  • 20.06.2016
  • 14:11
 ,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლევან სამუშია შეუერთდა

დღეს, "თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას პარტიის გუნდის წევრი ლევან სამუშიამ წარუდგინა. ლევან სამუშია არის ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბის იურისტი. ლევან სამუშია არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

‘’დიდი წარდგენა ლევან სამუშიას არ სჭირდება. მთელმა საქართველომ იცის ის შრომა, რაც ლევანმა ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს, სამართლიანობის აღდგენის ბრძოლაში ჩადო. როდესაც ჩვენ, ოპოზიცია ვიყავით ურთულეს სიტუაციაში, ის სრულიად უანგაროდ გვიწევდა დახმარებას. მასაც ჩემსავით ეგონა რომ უსამართლობა მწვავედ არ იდგებოდა დღისწესრიგში. ვერ წარმოგვედგინა რომ დღეს ერთად მოგვიწევდა ციხიდან უდანაშაულო ადამიანებისათვის გამოხსნისათვის ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მოხარული ვარ რომ ლევანმა - ამ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა კონკრეტული ნაბიჯი პოლიტიკაში მოსასვლელად.ლევანი იქნება ჩვენი ლიდერი დიდუბე 2-ში, ანუ მე-16 საარჩევნო ოლქში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენ პარტიულ სტრუქტურებთან ერთად გამარჯვებას მოიპოვებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ვარ პარტია "თავისუფალი დემოკრატების’’ დამფუძნებელი. მისი დაფუძნების დღიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემი პროფესიული კუთხით, როგორც ადვოკატი წინა რეჟიმის მსხვერპლთა დასაცავად. ასევე, როდესაც კოალიცია ‘’ქართული ოცნება "შეიქმნა აქტიურად ვმონაწილეობდი უამრავი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების დაცვაში. მიუხედავად ჩემი სიახლოვისა "თავისუფალ დემოკრატებთან’’ და ზოგადად კოალიცია ‘’ქართულ ოცნებასთან’’ არასდროს მიფიქრია გარდა ჩემი პროფესიული საქმიანობისა აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში. იმედი მქონდა რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის და ზოგადად სასამართლო სისტემის გაჯანსაღება მოხდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. თავს ვალდებულად ვთვლი დავიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ პოლიტიკურ ბრძოლაში "თავისუფალ დემოკრატებთან’’ ერთად და მწამს რომ ჩვენ ერთად შევცვლით ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისაკენ’’, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge