png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს

  • პოლიტიკა
  • 20.06.2016
  • 17:06
გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს

თბილისში ხვალ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, - აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს და მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალურ ჩართულობას.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების კურსის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების, მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის გაძლიერების ერთგულია.

შეხვედრისას, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

საუბრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისდემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტბერშინსკი, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge