png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მცხეთაში სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის სამწლიანი ანგარიში კონცერტის თანხლებით გაიმართა

  • საზოგადოება
  • 20.06.2016
  • 17:40
მცხეთაში სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის სამწლიანი ანგარიში კონცერტის თანხლებით გაიმართა

„ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“- ამ მიზნით გუშინ მცხეთაში, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტისა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ინიციატივით დიდი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ეძღვნებოდა სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის 3 წლიან ანგარიშს, თუ რა გაკეთდა სამი წლის მანძილზე საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად და რა იგეგმება მომავალში, რაშიც საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. 

ღონისძიება გაიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ასევე ოფიციალური მხარდამჭერი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ღონისძიება გაიმართა ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ და ანსამბლ „მცხეთის“ მონაწილეობით. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მსახიობებმა გივი ბერიკაშვილმა და კახი კავსაძემ. ოფიციალური პირებიდან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის   მინისტრმა დავით სერგეენკომ, დეპუტატებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და გიორგი ვოლსკიმ. ასევე, ცნობილმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, დემოგრაფმა ანზორ თოთაძე, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვაჟა ლორთქიფანიძემ  და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ. ბოლოს კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის საპატიო თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ვაჟა ლორთქიფანიძემ დიმიტრი ხუნდაძეს ყველა ქართველი დემოგრაფის სახელით გადასცა სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს დემოგრაფიული ხე (სუვენირი), ხოლო ვახტანგ წივწივაძემ საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც დიმიტრი ხუნდაძეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ღონისძიება მიყავდა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარეს თამარ ჩიბურდანიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის პროდიუსერს ირაკლი ნიჟარაძეს. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და დემოგრაფიული აღორძინების ფონდი სხვა რეგიონებსაც ეწვევა სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის 3-წლიანი ანგარიშით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge