png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2,2 კმ შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 21.06.2016
  • 11:22
ხაშურის მუნიციპალიტეტში 2,2 კმ შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური მშენებლობა მიმდინარებს. ამ დროისთვის აგარა-ჯორჯაძის გზისასფალტირების სამუშაოების 30% დასრულებულია. გზის 1600 მეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო

სამუშაოების დასრულების შემდეგ 3000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს მოასფალტებული და კეთილმოწყობილი ქუჩა ექნება.

დაბა სურამში, საკურორტო ზონაში, 9 აპრილის ქუჩის მიმდინარედ, 650 მეტრი სიგრძის ასფალტ-ბეტონის გზის დაგება მიმდინარეობს. პროექტისგანხორციელების შედეგად  1000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით. რეაბილიტირებული ქუჩა განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს.

აღნიშნული გზების სამშენებლო სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა დაათვალიერეს.

როგორც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა, მნიშნელოვანია, რომ პროექტები საკმაოდ ინტერსიურად მიმდინარეობს და ივლისის ბოლოს დასრულდება.

„პროექტები ინტენსიურ ფაზაშია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი მიიღოს სურამმა. იმედს ვიტოვებ, რომ არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი დამსვენებელიც უხვად ეყოლება ამ ულამაზეს კურორტს", - აცხადებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლში, იოსებ ოქრომელიძე.

პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2016 წლის ივლისში დასრულდება. სამუშაოებს შპს „გეკა" ახორციელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge