png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„კრედომ“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეასრულა

  • საზოგადოება
  • 21.06.2016
  • 14:33
 „კრედომ“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეასრულა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 20 ივნისს სახალხო დამცველს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოდან“ წერილობით შეატყობინეს, რომ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, განმცხადებელი აღადგინეს სამსახურში და გაუფორმეს უვადო შრომითი ხელშეკრულება განვადების ოფიცრის პოზიციაზე, რომლის შესრულებასაც ა.ა. დეკრეტული შვებულების გასვლის შემდეგ შეუდგება. ასევე, განმცხადებელს სრულად აუნაზღაურდა მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები და განაცდური ხელფასი. ამასთან, შპს „კრედოს“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა განმცხადებლისთვის წერილობით გამოცხადებული გაფრთხილება.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან განმცხადებელმა შპს „კრედოს“ წერილში მითითებული ფაქტები დაადასტურა.

სახალხო დამცველი მიესალმება შპს „კრედოს“ მიერ რეკომენდაციის შესრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე ითანამშრომლოს კერძო სექტორთან.

დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის რეკომენდაციით, შპს „კრედოს“ სახალხო დამცველმა 2016 წლის 18 მაისს მიმართა. საქმის თანახმად, კომპანიამ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ორსულობის მიზეზით, ქალბატონს შრომითი ურთიერთობა არ გაუგრძელდა.

სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციაში ასევე მიუთითებდა, რომ დისციპლინური ზომა, რომელიც განმცხადებელს დაეკისრა, იყო დაუსაბუთებელი და წარმოადგენდა მისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის ხელოვნურ საფუძველს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge