png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თამარ ხულორდავამ N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 21.06.2016
  • 15:44
თამარ ხულორდავამ N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ შექმნილი საეკლესიო ხატებისა  და სამაჯურების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა. 5 მსჯავრდებულის ნამუშევრები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზშია განთავსებული.

ღონისძიებას,  ასევე, დაესწრნენ  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „დიტო ცინცაძის ფონდის“  წარმომადგენლები, სასულიერო პირები,  მსჯავრდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხები, მსჯავრდებულების სურვილით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „დიტო ცინცაძის ფონდში“ გადაირიცხება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  მსჯავრდებულების მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც მათ რეაბილიტაციას ემსახურება, მნიშვნელოვანია.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად მსჯავრდებულების სურვილით, ეს გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედი ხასიათისაა. უწყება ხელს უწყობს ყველა ისეთი ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას, რომელიც მსჯავრდებულთა  რეაბილიტაციას ემსახურება. მათი მონაწილეობა ინდივიდუალურ საქმიანობაში და ზოგადად, მსჯავრდებულების დასაქმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი გამოფენაც ემსახურება მათ მიერ კეთილი საქმის კეთებას და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენელი დიმიტრი ცინცაძე კი, მსჯავრდებულებს აღნიშნული  ინიციატივისთვის მადლობას უხდის. „მადლობა მინდა გადავუხადო იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ეს  ხელნაკეთი ხატები და სამაჯურები სასიკეთო საქმისთვის დაამზადეს.  გაყიდვიდან  შემოსული თანხები ლეიკემიითა და სოლიდური  სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. ასევე, მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფოლკლორის ცენტრსა და კომპანია „ჯეპრას“ ღონისძიების ორგანიზებისთვის,“-აღნიშნა დიმიტრი ცინცაძემ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge