primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 21.06.2016
  • 15:50
საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა დაინდოეთში წარმოადგენენ. შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს გამოსცა.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას გიორგი საგანელიძე 1ივლისიდან შეუდგება. ასევე, 2016 წლის 1 ივლისიდან დაიკავებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთანამდებობებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზკაკაბაძე, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილი.

ახლადდანიშნულმა ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნეს  მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორისდიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრისას მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. საქართველოსპრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩებს მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში მუშობა 1998 წელს დაიწყო.

2005-2008 და 2013-2015 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანიდესპანის თანამდებობაზე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი 2008 წლის 12დეკემბრიდან 2011 წლის 5 იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლის 2 მარტიდან  2014 წლის 1 მაისამდე იგი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სლოვაკეთისა და სლოვენიისრესპუბლიკებში, ხოლო 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 7 აპრილამდე კი იყო სქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისლოვაკეთის რესპუბლიკაში. ალექსანდრე ნალბანდოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2014წელს მიენიჭა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძეს 1990-1998წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. 1998-200 წლებში იყო საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2000-2004 წლებში იყო საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი.მალხაზ კაკაბაძეს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1993 წელს მიენიჭა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში  არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში მუშაობა 1995 წელს დაიწყო, სადაც მრავალი წლის მანძილზე წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2011 წლის იანვრიდან2016 წლის იანვრამდე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2016 წლისიანვრიდან კი არის საგანგებო დავალებათა ელჩი. არჩილ ძულიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესიდიპლომატიური რანგი 2015 წელს მიენიჭა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge