png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 21.06.2016
  • 16:05
დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძინგსის პროვინციის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას, რომლის წევრებიც ჩინეთის მსხვილი კერძო საინვესტიციო და სახელმწიფო კომპანიების პირველი პირები არიან  ძინგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი ხელმძღვანელობს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს ძიანგსის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოსა ბიზნეს კლიმატს. ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტიცია განახორციელოს. შეხვედრაზე  ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთაშორისო, მსხვილმაშტაბიან პროექტებს და სამომავლო გეგმებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსისპრივნციის ვიცე გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან ხვალ დაგეგმილი საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარის დეტალები განიხილეს. სემინარზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოხდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია. საპატიო სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა  სამომავლო საინვესტიციო პროექტები ორმხრივ შეხვედრებზე განიხილონ.

სემინარზე განიხილული იქნება  ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი, მისი შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო-ძიანგსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.  აღნიშნული სემინარი საპარტნიორო ფონდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  საქმიანი ვიზიტის დროს, ძიანგსის პროვინციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მხარეებს შორის ეკონომიკური ხელშეწყობისა და ურთიერთობებების  გაღრმავების მიზნით დაიგეგმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge