primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

  • ეკონომიკა
  • 22.06.2016
  • 12:55
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანებით საქართველო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს, რაც ბაზრებს უფრო მოქნილსა და მიმზიდველს გახდის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორისათვის. კერძოდ მომხმარებლისათვის, ბაზრის ლიბერალიზაცია ნიშნავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი  იმ კომპანიების არჩევის შესაძლებლობას, რომელიც მისთვის სასურველ მომსახურების პირობებს შესთავაზებს. დღეს მოქმედი რეგულაციებით, ასეთი შესაძლებლობა მომხმარებელს არ გააჩნია და მომსახურებას იღებს იმ გამანაწილებელი კომპანიისაგან, რომელიც მის რეგიონში ოპერირებს.   

ელექტროენერგეტიკული  ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებს. საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისათვის საჭიროა ერთმანეთისგან კანონმდებლობით გაიმიჯნოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მფლობელობა და  ელექტროენერგიის გენერაცია.

საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია გულისხმობს ელექტროენერგიის  გამანაწილებელი ქსელის მფლობელობის გამიჯვნას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობისაგან. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი დარჩება იმ კომპანიების მფლობელობაში ვინც დღეს მათ ფლობენ (სს „თელასი“, სს „ენერგო პრო ჯორჯია“, სს „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“), თუმცა ქსელზე დაშვება თავისუფალი იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას განახორციელებს. ე.ი. მომხმარებლები ელექტროენერგიას მიიღებენ იგივე ინფრასტრუქტურის მეშვეობით რომლითაც დღეს იღებენ, თუმცა ამ მომსახურებისთვის ისინი საფასურს სხვა კომპანიებს გადაუხდიან და თუ რომელს, ამას თავად აირჩევენ.

იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ელექტროენერგია შეუფერხებლად მიიღონ, ქსელის მფლობელმა კომპანიებმა სხვა კომპანიების მიერ მათი ქსელის გამოყენებაზე შეზღუდვა არ უნდა დააწესონ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ამბობენ, რომ ამ დროს კომპანიებს თმენის ვალდებულება უჩნდებათ. სემეკის ინფორმაციით, რომ ლიბერალიზაციის შემდეგ მომხმარებლებს კომპანიების არჩევის საშუალება, შესაძლოა, სემეკის ვებ გვერდის მეშვეობით ჰქონდეთ. 

"მომხმარებელს, რომელსაც სურს მიიღოს ელექტროენერგია, შესაძლებლობა ექნება ვებ გვერდის მეშვეობით გაეცნოს კომპანიათა შეთავაზებას და ელექტროენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც მისთვის სასურველ პირობებსა და მომსახურებას სთავაზობს", - ამბობს სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მარიამ იოსელიანი.

ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია ასევე გულისხმობს ბაზარზე კონკურენციის არსებობას, რომლის პირობებშიც, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მსგავსად, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს კომპანია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, როგორც ბუნებრივი გაზის წნევასთან, კალორიულობასთან, ასევე ტარიფთან და მომსახურების ხარისხთან მიმართებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge