primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარზე მოხსენებით გამოვიდა

  • ეკონომიკა
  • 22.06.2016
  • 16:04
 დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარზე მოხსენებით გამოვიდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მუშაობაში, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

სემინარის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა, საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლიუ პომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. სემინარს ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის ბიზნესწრეების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძიანგსის პროვინციიდან 35 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი პირი იმყოფება.

თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს დავით საგანელიძესა და  ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ლიუ ჩანგ ლინს მნიშვნელოვანი და მეტად აქტუალური ღონისძიების ორგანიზებაში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო ინტენსიურად შემოდის ჩინური ინვესტიციები, არაერთი ჩინური კომპანია დღეს  ჩვენს ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს, რაც, მინისტრის შეფასებით, ორმხრივ სასარგებლო პროცესია.

2016 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ექსპორტის მიხედვით ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10%-ია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 68 პროცენტი შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში ჩინელმა ბიზნესმენმა 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით ქართული კულტურის ცენტრი ააშენა, სადაც, გაცხადებული გეგმის თანახმად, ყოველწლიურად, მინიმუმ, 200,000 ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვაა დაგეგმილი.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებაზე. ჩინეთში ამჟამად იმყოფება სამუშაო ჯგუფი საქართველოდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ივლისშია დაგეგმილი. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ახალი ეტაპი იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, მოლაპარაკების პროცესი წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მან ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმზე, რომლის თანაორგანიზატორიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთიც იყო. 2016 წელს ნოემბერში  თბილისის ფორუმი მეორედ ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენლები ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.  მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის შეხვედრებისთვის პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა და ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.

გამოსვლის დასასრულს, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოხატა  მხარდაჭერა ყველა იმ პროექტის და ინიციატივის მიმართ, რომელიც მიმართულია საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისკენ.

 სემინარის ფარგლებში, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კომპანია შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge