png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზაფხულის ტურისტულ სეზონს ურეკი ახალი გზით და დასუფთავებული პლაჟით ხვდება

  • ეკონომიკა
  • 22.06.2016
  • 16:48
ზაფხულის ტურისტულ სეზონს ურეკი ახალი გზით და  დასუფთავებული პლაჟით ხვდება

პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  სხვადასხვა მედიასაშუალებების 30 წარმომადგენელისათვის პრესტური მოაწყო. სამთო კურორტების ბახმაროსა და გომის მთის მონახულების პარალელურად ჟურნალისტებმა საზღვაო კურორტი ურეკი დაათვალიერეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სტუმრებს კურორტზე მიმდინარე მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

კურორტზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში, ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის, ასევე კანალიზაციის  გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კურორტზე 4 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა სრულდება.  პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. 
სამუშაოების ჯამური ღირებულება 994 000 ლარს შეადგენს.

დაბა ურეკისა და შეკვეთილის 13 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გარე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. იცვლება მწყობრიდან გამოსული ბოძები, ნათურები და სადენები. გარე განათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. პროექტის ღირებულება 173 000 ლარს შეადგენს.

ზაფხულის სეზონს კურორტი ურეკი ახალი დასუფთავების მანქანებით ხვდება. ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 12 ახალი თანამედროვე სპეც ტექნიკა მათ შორის 3 უახლესი ნაგავმზიდი ემსახურება.  დასუფთავების მანქანებს ქვიშის პლაჟზე 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების ამოღებაა შეუძლია. სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე სუფთავდება.  

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  კამპანია „გაიცანი საქართველო“  2015 წელს წამოიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.  ერთი წლის განმავლობაში მასმედიის 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა. აჭარის, სამეგრელოს, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, ხევსურეთის, რაჭის და კახეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა ათეულობით სატელევიზო სიუჟეტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მომდევნო  პრესტური თუშეთსა და ზემო აჭარაში იგეგმება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge