primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

„ბორჯომი“ ისევ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პარტნიორია

  • პოლიტიკა
  • 23.06.2016
  • 11:18
„ბორჯომი“  ისევ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო  ნაკრების პარტნიორია

მინერალური წყალი „ბორჯომი“ უკვე მეექვსე  წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორია. 

დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ქალაქ ბორჯომში გაიმართა და მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა. თავდაპირველად სტუმრები ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ და მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის წარმოების პროცესს გაეცნენ, რის შემდეგაც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები: ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, ნიკა მეტრეველი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, ბესიკ ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, გიორგი გოგობერიძე და ასევე მწვრთნელები კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ესწრებოდნენ. მემორანდუმის თანახმად, „ბორჯომი“ 2016 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება.

 „ეს არის სახელმწიფოს, ფედერაციის და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტსმენების წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ბორჯომს და მის ხელმძღვანელებს. მათ არა მარტო კალათბურთისთვის, არმედ ზოგადად ქართული სპორტისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აქვთ გაკეთებული. გვჯერა, რომ ქართველი კლათბურთელები მომავალში არაერთი გამარჯვებით გაგვახარებენ. წარმატებას ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს“, აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია და  გარკვეულწილად ვალდებულებადაც კი ვთვლით თავს, რომ  გვერდში დავუდგეთ გუნდს, რომელიც ჩვენი ბრენდის მსგავსად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მთელს მსოფლიოში. მიხარია, რომ დღეს ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში, პირადად ვმასპინძლობ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ჩვენს საამაყო კალათბურთელებს.  მინდა, წარმატება ვუსურვო მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველანი ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს“, აცხადებს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.

,,საერთაშორისო ასპარეზზე "ბორჯომის" მინერალური წყალი ყოველთვის საქართველოს სახელთან ასოცირდება, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ეს ცნობილი კომპანია კვლავ ჩვენი გენერალური პარტნიორი იქნება. იმედი გვაქვს, კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ნაკრები ქართულ ბრენდთან ერთად კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს მთელ ევროპაში', განმარტა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

ევრობასკეტ 2017-ის შესარჩვი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის, რის შემდეგაც 3 სექტემბერს სლოვაკეთში ითამაშებს, ხოლო 7-ში მონტენეგროს უმასპინძლებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე წრეში ქართველები 10 სექტემბერს ალბანეთში ითამაშებენ, 14-ში სლოვაკეთს უმასპინძლებენ, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩს 17 სექტემბერს მონტენეგროში გამართავენ. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირი გზით მოიპოვებს ევრობასკეტ 2017-ის საგზურს, ხოლო შესარჩევი ეტაპის 7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge