png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა

  • საზოგადოება
  • 23.06.2016
  • 12:00
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა- აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის  ერთგული სამსახურისთვის.

"ძალიან საამაყოა, რომ ეს სამსახური ჩამოყალიბდა სტრუქტურად, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ემსახურება ქვეყნისუსაფრთხოების განმტკიცებას. მართლაცდა საამაყოა, რომ ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან, რაცარაერთხელ აღნიშნულა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სტუმრების მხრიდან, თუ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მინდავისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს იმ უდიდესი დახმარებისთვის , რომლიც წყალობითაც დღეს ჩვენვამაყობთ  ამ სამსახურით,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა წვევამდელებს და  იმედი გამოთქვა, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ სამშობლოსმშვიდობიანი განვითარების საქმეში. 

"მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ახალწვეულებს, ძალიან დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო და აღფრთოვანება გამოვხატო თქვენს მიერ ერთხმადშესრულებული სახელმწიფო ჰიმნის გამო და მინდა გისურვოთ ქვეყნის სამსახურში დგომა, უანგარო სამსახური.  გისურვებთ უსაფრთხო სამსახურს და თქვენთან ერთადიმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიც მონაწილეობა მიიღო 104 წვევამდელმა.  საქართველოს სახელმწიფო დაცვისსპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებმა იმიტირებული  ჩვენებები წარმოადგინეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge