png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ და ადვოკატებმა გამოძიების მიმართ არსებულ კითხვებზე ისაუბრეს

  • საზოგადოება
  • 23.06.2016
  • 13:00
 ეროსი კიწმარიშვილის ძმამ და ადვოკატებმა გამოძიების მიმართ არსებულ კითხვებზე ისაუბრეს

ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა და ადვოკატებმა ერთობლივ ბრიფინგზე გამოძიების მიმართ არსებულ კითხვებზე ისაუბრეს.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გასაჯაროვდეს ეროსი კიწმარიშვილის ქალაქში გადაადგილების მარშრუტი.

ადვოკატების განცხადებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასაჯაროებულა კიწმარიშვილის სოციალური ქსელით მიმოწერა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, როდესაც გამოძიება დაინტერესდა, აღმოჩნდა, რომ ეროსის გარკვეული მიმოწერა წაშლილი იყო. მათ შორის მის ყოფილ მეგობართან ალექსანდრე კარპოვთან. კიწმარიშვილის ძმა აცხადებს, რომ ეს იყო პირადი მეგობრული სახის მიმოწერა.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ირკვევა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ქონდა მიყენებული დაზიანებები თავის არეში და ხელის მტევანზე. ასევე იარაღზე აღმოჩენილი ანაბეჭდები საეჭვოდ მიაჩნიათ ადვოკატებს.

მისივე თქმით, ექსპერიზა გამოთქვამს ვარაუდს, რომ იარაღზე ორი პირის კვალია აღმოჩენილი. ერთ-ერთზე არაა გამორიცხული, რომ კიწმარიშვილის დნმ ყოფილიყო.

ზურაბ კიწმარიშვილს ეჭვი აქვს, რომ ავტომობილი იყო გადაადგილებული, იმ პერიოდში, როდესაც კიწმარიშვილი უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატების თქმით, დღემდე არ არის დადგენილი იმ კავკასიური აღნაგობის პირის ვინაობა, რომელიც კიწმარიშვილის სახლთან ფიქსირდება.

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაასრულა გამოძიება.  ამის შესახებ საგამოძიებო ორგანის მიერ ოფიციალურად გუშინ გახდა ცნობილი. 

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge