primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 23.06.2016
  • 16:08
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა და პაველ სოლოხმა შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელის პაველ სოლოხის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა ინტენსიურად და ძალიან წარმატებულად ვითარდება და უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა ამის კიდევ ერთი დასტურია.
„ვიზიტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს და ერთმანეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას ეფუძნება. 2008 წელს პოლონეთის ხელისუფლების ქმედება ამის საუკეთესო მაგალითია.
ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. სულ ცოტა ხანში ყველა ამ საკითხზე ვარშავის ნატო-ს სამიტზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა პაველ სოლოხმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსისაკენ სწრაფვას.
„ვფიქრობ, რომ ალიანსის ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც საქართველოა იმსახურებს ნატო-ს წევრობას და უახლოეს სამიტზე ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ წამოვწევთ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამ ორი მიზნის მიღწევა დადებითად აისახება, როგორც პოლონეთის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე, ასევე, მთლიანად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა, მათ შორის, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა პაველ სოლოხმა.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე პაველ სოლოხი ქართველ კოლეგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს შეხვდა.
როგორც ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, საქართველოს და პოლონეთის ეროვნული უშიშროების სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
„ორი წელია ჩვენს სტურქტურებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ეს ძალიან კარგი მესიჯია საქართველოსთვის ვარშავის სამიტის წინ და უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სწორედ პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი და მისი მხარდაჭერა", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge