png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო შეიქმნა

  • ეკონომიკა
  • 23.06.2016
  • 18:00
 მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო შეიქმნა

 

ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის კერძო სექტორისა და მთავრობის წევრების ჩართულობით სპეციალური საბჭოს შეიქმნა - ამის შესახებ 23 ივნისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, საბჭოს შექმნის ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მიმართული საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად და ამ პროცესში ჩართული იყოს კერძო სექტორი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად.

საბჭო იმუშავებს  საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მარკეტინგული და საპრომოციო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია,  ხოლო ქვეყნის ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხილვა-დაგეგმვის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა.

საბჭო განიხილავს ინფორმაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ მიზნობრივი ტურისტული ბაზრების, მარკეტინგული არხების, საშუალებებისა და ასეთი აქტივობებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის შესახებ, კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის შიგნით ჩასატარებელი ტურისტული და კულტურული  თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, შეიმუშავებს საქართველოსთვის ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდარს.

საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge