png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 23.06.2016
  • 18:12
დავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

23 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან პაველ სოლოხთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონში განვითარებული მოვლენები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. დავით ზალკალიანმა პოლონურ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ, ასევე გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს  ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივნისს გაიმართება, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

პაველ სოლოხმა ხაზგასმით დააფიქსირა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დროულად ამოქმედების მიმართ. ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარეობისას, რომელსაც პოლონეთი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გადაიბარებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge