საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტად ისევ ფადი ასლი აირჩიეს
- ეკონომიკა
- 24.06.2016
- 13:33
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ გენერალური ასამბლეა გამართა. არჩევნების შედეგად აირჩა ბორდის შვიდიწევრი, თავმჯდომარე და ორი ვიცე-თავმჯდომარე/ხაზინადარი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატას ბორდის წევრობისთვის 7 ვაკანტური პოზიცია ჰქონდა გამოცხადებული, რომლისთვისაც 10 კანდიდატმა იყარა კენჭი. არჩევნების შედეგად შეირჩა:
ფადი ასლი- აგრიტექნიკს გოლდინგი, სლაკ ჯორჯია
ალექსი ალექსიშვილი- პოლიტიკისა და მართვის კონკალტინგ ჯგუფი (PMCG)
ნიკოლოზ მჭედლიშვილი- პეტროკას ენერჯი ჯგუფი
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი- სს ლომისი
ზაზა ბიბილაშვილი- BGI Legal
სტივენ ჯონსონი- სასტუმრო ბეტსი
მაიკლ სონდერსი- სონდერს გრუფი
გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ ფადი ასლი, აირჩია, ხოლო პირველ ვიცე-თავმჯდომარედ ალექსი ალექსიშვილი და მეორე ვიცე-თავმჯდომარედ/ხაზინადარი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
გენერალურმა ასამბლეამ აგრეთვე დაამტკიცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორი წევრი ( ნონა მამულაშვილი და ოსმან მჟავანაძე), რომლებიც გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 15 ივნისს აირჩია.