primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

თსუ ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესს მასპინძლობს

  • საზოგადოება
  • 24.06.2016
  • 13:58
 თსუ ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი გაიხსნა. სამედიცინო კონგრესი წლის მთავარი მოვლენაა ტრიქოლოგიაში, რომელიც პირველად, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თანადგომით ტარდება საქართველოში.

            კონგრესში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, კლინიცისტები, ტრიქობიოლოგები, ფარმაკოლოგები, ტრანსლანტოლოგები, პათოფიზიოლოგები, ესთეტიკური მედიცინის წარმომადგელები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

            „თსუ მედიცინის ფაკულტეტი პირველად მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც არის  ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი.  ჩვენთან სტუმრად არიან გამოჩენილი მეცნიერები, პროფესორები, აკადემიოური პერსონალი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ფორუმში საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპის სამედიცინო საზოგადოებასთან ინტეგრაციას, რაც მოგვცემს ახალ ურთიერთობებს, ასევე შესაძლებლობა გვექნება გავიცნოთ ახალი ტექნოლოგიები  დიაგნოსტიკის, მკურნალობის სფეროში“,-განცხადა თსუ პროფესორმა გიორგი გალდავამ.         

            „დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავესწროთ ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე-17 შეხვედრას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფორუმი იმართება აღმოსავლეთ ევროპაში და იმედი მაქვს, ამ სამდღიან კონფერენციას ექნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო დატვირთვა, რომელიც თმის კვლევის ძირითად ასპექტებს შეეხება“, -აღნიშნა         ჰადაშის საუნივერსიტეტო კლინიკის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა აბრაამ ზლოტოგორსკიმ.

            სამედიცინო კონგრესის მიზანს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართველი და ევროპელი ექიმების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენს. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თმის ბიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს. ექსპერტებმა წარმოადგენეს კვლევის შედეგები, მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და განიხილეს ახალი მიმართულებები ტრიქოლოგიაში. 

            EHRS (ევროპის თმის კვლევის საზოგადოება) - 1989 წელს დაარსდა ბრიუსელში. კონგრესი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. 2016 წელს მასპინძელი ქვეყანა არის საქართველო. 

            EHRS-ეს არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ტრიქოლოგებს, დერმატოლოგებს, ოჯახის ექიმებს, ბიოლოგებს, ტრანსპლანტოლოგებს და სხვა პროფილის ექიმებს. EHRS ის წევრები არიან ის მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები, რომელთა მიერ შექმნილი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს დღეს მთელი მსოფლიოს დერმატოლოგები. ესენი არიან: Jerry Shapiro (USA), Rolf Hoffmann (Germany), Abraham Zlotogorski (Israel), Desmond Tobin (UK), Andrew Messenger (UK) და სხვა.

            კონგრესი 26 ივნისს დასრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge