png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ალექსი პეტრიაშვილმა დაანონსდა ‘’სახალხო კამპანია’’ ლოზუნგით - სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს

  • პოლიტიკა
  • 24.06.2016
  • 15:34
ალექსი პეტრიაშვილმა დაანონსდა ‘’სახალხო კამპანია’’ ლოზუნგით - სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს

‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც დაანონსდა ‘’სახალხო კამპანია’’ ლოზუნგით - სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს. ეს არ არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ აქცია ეს არის სახალხო აქცია, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

,,თავისუფალი დემოკრატები’’ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ. ეს იქნება  ,,სახალხო კამპანია“ , რომელიც საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ქუჩას და ოჯახს შეეხება. ეს არ არის თავისუფალი დემოკრატების აქცია, ეს არის სახალხო აქცია. სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს და ეს მნიშვნელოვანია! ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

დღეიდან თავისუფალი დემოკრატების რაიონულ თუ საქალაქო ყველა ოფისში თქვენ შეგეძლებათ მიხვიდეთ და ხელი მოაწეროთ პეტიციას, ამასთანავე პარტიის ლიდერები ვიწყებთ ქუჩის კამპანიას - ,,თავისუფლება ჯარისკაცებს". ჩვენ მივალთ თითეულ მოქალაქემდე.... საქართველოს ასიათასობით მოქალაქე მოაწერს ხელს პეტიციას. ასევე, დღეს წარმოგიდგენთ ელექტრონულ პეტიციას, რომლის შევსება ნებისმიერ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იმყოფება საქართველოში, ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში.

მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ექნება ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ქვეყნის სამსახური არ ისჯება.  ,,თავისუფალი დემოკრატები’’ პრეზიდენტს გადაუგზავნით ხელმოწერილ პეტიციას, რათა მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ე.წ. კაბელების საქმეზე უკანონოდ დაკავებული პატიმრები შეიწყალოს.

,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge