png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა

  • პოლიტიკა
  • 26.06.2016
  • 20:10
 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვით პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მან განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობაზე გაამახვილა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ, შემართულ ახალგაზრდას ვხედავ და კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები  არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის  ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების" თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდების ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას  ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა  კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს ქვეყნის საუკეთესო, პროგრესული ნაწილი უწოდა.  კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი კონსოლიდაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო იმ ტრაგედიის დროს ნათელი  იმედი​ს სხივი.

„ თქვენ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ის საიმედო რესურსი,რაც მომავალში იქნება პოლიტიკური სპექტრისფორმირების  ერთერთი ქვაკუთხედი.  თქვენ ხართ მომავალი არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ იმ  პოლიტიკური თანამედროვე სტილის,რაც ჩვენი საერთო მონდომებით ამ ქვეყანაში გახდება სტანდარტი და ჩაანაცვლებს გამარგინალებულ , ან წარსულში ჩარჩენილპოლიტიკურ სეგმენტს. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ თანამედროვე, განათლებული, ევროპულად მოაზროვნე და მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმების მქონე საქართველოს პატრიოტები!", - დასძინა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის  ახლადარჩეულმა თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ ნდობის გამოცხადებისთვის შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა  და პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო  „ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების" ხელმძღვანელი ევინ ინკისი, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge