png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველო ევროკავშირის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას EFTA-ს წევრ ქვეყნებთანაც გააფორმებს

  • პოლიტიკა
  • 27.06.2016
  • 10:48
საქართველო ევროკავშირის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ შეთანხმებას EFTA-ს წევრ ქვეყნებთანაც გააფორმებს

27 ივნისს ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.

 ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (EFTA) ოთხს ქვეყანას - შვეიცარისა, ლიხტენშტაინს, ნორვეგის და ისლანდიას აერთიანებს. საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე.

შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2015  წლის  სექტემბერში თბილისში დაიწყო. სამრაუნდიანი  მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა 2016 წლის 26 თებერვალს.

შეთანხმება ძალაში  მხარეების მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ შევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge