png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2017 წლის ბოლოს თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება

  • ეკონომიკა
  • 27.06.2016
  • 12:19
2017 წლის ბოლოს თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება

2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება–ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%–ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, „ტავ ჯორჯია“ იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა  და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, „ტავ ჯორჯია“ არის „ტავ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა და თავის ფრანგ პარტნიორთან ADP-სთან ერთად 40-მდე აეროპორტს მართავს.

„მნიშნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ტავ ჰოლდინგმა“ უკვე განახორციელა 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში განხორციელდება ჯამში 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია,“–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ტავ ჯორჯიას“ და „ტავ ჰოლდინგს“ გაწული საქმიანობისთვის და „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტს სანი შენერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500–მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge