png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელი ოქტომბრის მერე აღარ იქნება მინისტრი - გუგა ჩაფიჩაძე

  • პოლიტიკა
  • 27.06.2016
  • 16:06
თინათინ ხიდაშელი ოქტომბრის მერე აღარ იქნება მინისტრი - გუგა ჩაფიჩაძე

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წარმომადგენელი, გუგა ჩაფიჩაძე განმარტავს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა გაუქმდა, წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯია, რადგან მას რეალურ ცვლილებებთან კავშირი არ აქვს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთაც აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა ჯარში, ხოლო დანარჩენ 75% მოქალაქეს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს, არ ეხებათ:

"თინათინ ხიდაშელი ოქტომბრის მერე აღარ იქნება მინისტრი, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ მინისტრს ექნება უფლება, ისევ აღადგინოს ამ 25%-ის გაწვევა ყაზარმებში (თავდაცვის სამინისტრო). მოხშირდა საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი გახდება ბატონი სესიაშვილი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია".

ხიდაშელის დღეს მიღებული გადაწყევტილება ვერ შეეხება შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. გარდა ამისა, მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ცვლილების წინააღმდეგია, რაც ართულებს ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირებას, რომლის გარეშეც ეს თემა მუდმივად იქნება განსხვავებული იდეების მქონე მინისტრების გადასაწყვეტი, განაახლებენ თუ შეწყვეტენ იძულებით გაწვევას:

"საჭიროა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ "გირჩის" ინიციატივას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს მუდმივი მარჩიელობა, თუ რას გადაწყვეტენ ახალი მინისტრები", - განაცხადა გუგა ჩაფიჩაძემ

ამ განცხადების სისწორეს ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო და განმარტავს, რომ ხიდაშელის მიერ დღეს მიღებული ცვლილება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ იმ 25%-ს შეეხება, რომელსაც აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა ჯარში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge