primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

  • პოლიტიკა
  • 27.06.2016
  • 18:31
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების  მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების  მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დამსწრეებს ბოლო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე, მათ მიმდინარეობასა და ბოლო 35 და 36 რაუნდების შედეგებზე ესაუბრა. დისკუსია ასევე შეეხო კონფლიქტების მოგვარების საკითხში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი ქალთა ჩართულობის საკითხს.

 ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესებში ქალების ჩართულობის გაზრდა, რაც სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს შესძენს და ეხმიანება გაეროს 1325 რეზოლუციის სულისკვეთებას. ასევე, ხშირად კონფლიქტურ რეგიონებში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა ქალები და ბავშვები არიან, ამიტომ სახელმწიფოსათვის მათი დახმარება განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.

 სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დევნილთა დაბრუნების თემა სამი ფუნდამენტური საკითხიდან ერთერთია და უმნიშვნელოვანესი.

 „სამწუხაროდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუდმივად ხდება დევნილების დაბრუნების თემის პოლიტიზირება სხვა მონაწილეების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ რაუნდზეც მოვახერხეთ და დეტალურად კიდევ ერთხელ განვმარტეთ, რომ დაბრუნების უფლება არის განუყოფელი და ამას ვერც ერთი პოლიტიკური დემარშით ვერ წაართმევენ დევნილ მოსახლეობას. ცხადია, ამაში საერთაშორისო საზოგადოებაც ერთსულოვანია. მაგრამ მნიშვნელოვანია ამ საკითხის პრაქტიკული იმპლემენტაცია და ჟენევის დისკუსიები სწორედ ამისთვის შეიქმნა და არსებობს, რომ ამგვარი ფუნდამეტური საკითხები იქნას განხილული და მიეცეს მსვლელობა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციამ ტრადიციული საკითხების გარდა რამდენიმე პრინციპული საკითხიც დააყენა. კერძოდ კი, 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი და დამნაშავის დასჯის აუცილებლობა იყო ერთერთი წამყვანი თემა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რამდენადაც  ოთხოზორიას მკვლელი არ იქნა დაკავებული, რისი მინიმალური მოლოდინიც ჰქონდა, როგორც ქართულ მხარეს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხი და დღის წესრიგში იქნება, სანამ შესაბამის შედეგი არ იქნება მიღწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას, რომელიც გალში 6 ივლისს არის ჩანიშნული. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორის მექანიზმების ამოქმედება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, გადაადგილების შეზღუდვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების საკითხებიც.

 

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში როგორც დევნილების დაბრუნების, ასევე გალში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების თემა ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ცენტრალურ საკითხებად რჩება, სანამ შესაბამის შედეგი არ იქნება მიღწეული.   

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილება მიიღეს პრემიერ მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლებმა. 

 

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge