სადახლოზე 4626.14 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
- სამართალი
- 28.06.2016
- 11:15
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ მებაჟე ოფიცრებმა 87.11 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნივთები უკრაინის მოქალაქეს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად უპოვეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4626.14 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4626.14 ლარის ოდენობით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200