png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება

  • საზოგადოება
  • 28.06.2016
  • 11:52
ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება

შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, ცალმხრივად შეზღუდვა დაწესდება, ქუჩის ორ მონაკვეთზე - სანდრო ეულის ქუჩის კუთხიდან მ. შავიშვილის ქუჩის კუთხემდე და ასათიანის ქუჩის კუთხიდან კანდელაკის ქუჩამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შ. ნუცუბიძის ქუჩიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სანდრო ეულის ქუჩის გავლით, ჩავა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მ. შავიშვილის ქუჩით კვლავ ავა ნუცუბიძის ქუჩაზე. გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაუხვევს ასათიანის ქუჩაზე, გზას განაგრძობს ალ. ყაზბეგზე, რის შემდეგაც ი. ვაკელის ქუჩის გავლით ავა კანდელაკზე. მოქალაქეები გადაადგილებას აღნიშნულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ.

ნუცუბიძის ქუჩაზე  საგზაო სამუშაოების დაწყებას  თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პირადად დაესწრო. კუბლაშვილის თქმით, თბილისის მერიამ დღეს  კიდევ ერთი კაპიტალური პროექტის განხორციელება დაიწყო.

"დღეს დავიწყეთ ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც  დაახლოებით სექტემბრამდე გასტანს. ერთი  თვის განმავლობაში, ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივად  შეიზღუდება. მოსახლეობას მინდა აღნიშნული დისკომფორტისთვის    ბოდიში მოვუხადო.  ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, სამუშაოები დროის იმ მონაკვვეთში დაგვეწყო, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი  გასულია ქალაქიდან. შედეგად საგზაო შეფერხებები  არც ისე დიდი იქნება"- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარია გამოყოფილი და საგზაო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge