png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

განათლების ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების დასაქმება იწყება

  • სამართალი
  • 12.10.2015
  • 13:35
განათლების  ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების დასაქმება იწყება

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები, რომელთაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარეს, საჯარო უწყებებში დასაქმდებიან,-  დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კურსდამთავრებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა. 

"" მოახმარე შენი ცოდნა სამშობლოს!"- სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ განათლების პროექტი. აღნიშნული პროგრამა არის ყველაზე წარმატებული, რაც მე ძალიან მახარებს. მჯერა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული თითოეული ინვესტიცია არის ყველაზე გონივრული ინვესტიცია და ქვეყანად ასმაგად დაუბრუნდება,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კურსდამთავრებულებს სამშობლოში დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ხდებოდა ახალგაზრდების  გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებიც უცხოეთში სწავლის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებოდნენ.

"ჩვენში არის სერიოზული გონებრივი კაპიტალი, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ და არ ხდება ჩვენი სამშობლოსთვის ამ კაპიტალის გამოყენება. მთავარი მიზანი ამ პროექტის იყო ის, რომ სწორი გზა მიგვეცა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ორი წლის განმავლობაში ჩვენ 200-მდე სტუდენტის სწავლა დავაფინანსეთ და ვიკისრეთ ვალდებულება, რომ დაბრუნებისთანავე უზრუნველვყოფთ თქვენს დასაქმებას სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ, რომ უკვე გადავწყვიტოთ და თქვენი ცოდნისა და პროფესიის შესაბამისი სამსახურები შემოგთავაზოთ,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, პრემიერ-მინისტრმა კურსდამთავრებულთა შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გააგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, რომელთა ნაკადი სამომავლოდ გაორმაგდება. 

შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა 14 ახალგაზრდას კურსდამთავრებულთა სერტიფიკატი გადასცა. 

სამშობლოში დაბრუნებულ 2015 წლის კურსდამთავრებულებს განათლების საერთაშორისო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიურო  და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები  ხელშეკრულებით დასაქმებას შესაბამისი აკადემიური ხარისხის, სპეციალობისა და პროფილის  შესთავაზებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-15 სასწავლო  წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა, 2015-16 სასწავლო წლისთვის კი 115 ახალგაზრდაზე გასცა გრანტი. სულ მალე მათი ნაწილი საქართველოში შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ. განათლების საერთაშორისო ცენტრი კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაშიც დაეხმარება, რაც ერთი მხრივ მათი ინდივიდუალური პროფესიონალური კონტაქტების გაფართოებას მოემსახურება, მეორე მხრივ კი  ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივ  პროექტებში მუშაობას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge