აფეთქება თურქეთში - დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 29.06.2016
- 06:24
სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. დაშავებულია 60-მდე ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 70-ს აჭარბებს.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებეს, რომელიც ოფიციალურად უკვე დადასტურდა. თუმცა, ეს მონაცემები შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.
შეგახსენებთ, 28 ივნისს, 22 საათსა და 15 წუთზე, ათათურქის აეროპორტში თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა, სადაც ტერორისტმა სავარაუდოდ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200