png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2016 წლი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა

  • ეკონომიკა
  • 29.06.2016
  • 10:10
2016 წლი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა

ბათუმის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.

2016 წლი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა. გარდა აქამდე არსებული რეგულარული ფრენებისა, დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები სრულდება ისრაელიდან, ირანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. გაიზარდა ჩარტერული ფრენების რაოდენობა ისრაელიდან ბათუმის მიმართულებით, ფრენებს კომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს, რომელსაც ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ ფრენებს თელ-ავივსა და ბათუმს შორის.  ახალი ავიაკომპანიები შემოვიდა ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილება დაიწყო ყაზახეთიდან  ორმა ახალმა  ავიაკომპანიამ „Scat” -მა და „Skybus”-მა ორი დიდი ქალაქიდან - ასტანიდან და აქტაუდან. ივნის-ივლისის თვეში ფრენები ყაზახეთის ოთხი ქალაქიდან - ალმაატადან, ყარაგანდადან, ატირაუდან და კოსტანაიდან შესრულდება. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა ფრენები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟას მიმართულებით ავიაკომპანია „Air Arabia“ შეასრულებს.  ახალი მიმართულებები დაემატა ასევე რუსულ კომპანიას „Ural Airline“-ს, რომელიც ჩარტერულ ფრენებს უკვე ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად პოლონეთის ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი “Rainbow Tours” წელსაც აგრძელებს  ჩარტერულ ფრენებს.  ბათუმის მიმართულებით ივნისი-ივლისის თვეში კვირაში 71 ფრენაა დანიშნული. 

საერთაშორისო ფრენებს ბათუმის აეროპორტში ემატება ასევე შიდა ფრენების უპრეცედენტო რაოდენობაც, კერძოდ, 21 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. ახალი საერთაშორისო და შიდა ფრენები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის განვითარებას. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge