primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „სასამართლო ხელისუფლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში უმნიშვნელოვანესია“

  • ეკონომიკა
  • 29.06.2016
  • 14:46
დიმიტრი ქუმსიშვილი: „სასამართლო ხელისუფლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში უმნიშვნელოვანესია“

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად სასამართლოსა და ბიზნესის ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

შეხვედრა ტექნოპარკის შენობაში გაიმართა და მას უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ვიცე-პრემიერი,  ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აბულაშვილი, ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია, ასევე სხვა სამინისტროების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ბლოკსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ყალიბდება გამჭვირვალე პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება  სასამართლო ხელისუფლების როლის განხილვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში. „ყველა შევთანხმდით, რომ ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, მის ქვეშ შესაძლებელია შეიქმნას თემატური ჯგუფები, რომლებიც მოგვცემენ უკვე საშუალებას, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა სასამართლოს ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა და მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად სწორი“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სასამართლოებში ამაღლდეს მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში. მისი თქმით, ყველას ძალიან კარგად აქვს გათავისებული, რომ სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. „ყველა მხარემ დაადასტურა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ახალი რეფორმები. ვისაუბრეთ პირველი რიგის ამოცანებზე ჩვენი მხრიდანაც და სასამართლო ხელისუფლების მხრიდანაც. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლოეს მომავალში იყოს უზრუნველყოფილი“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ბიზნესსექტორთან აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით. საუბარი იყო ორმხრივ პრობლემებზე,  რომელიც აქვს ბიზნესს სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ჩვენი მხრიდან საკითხი დავაყენეთ  ხარისხიანი, დროული და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის სასამართლოში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში,  რაც სასამართლოებში ჭარბი რაოდენობით შემოსულ საქმეებში, მოსამართლეთა სიმცირესა და ინფრასტრუქტურული პროექტების ნაკლებობაში გამოიხატება“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

მისი თქმით, შეხვედრა შედეგიანი იყო იმ მიმართულებითაც, რომ განისაზღვრა ბიზნესსექტორთან რეგულარული შეხვედრები დავის სახეების მიხედვით. „ძირითადად იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრობლემები დაყენებული. შევთანხმდით, რომ როგორც მოსამართლეთა სპეციალიზაციის, ასევე პროცესის მონაწილე მხარეთა ცოდნის გაუმჯობესების კუთხით იქნება  მომდევნო, საინტერესო შეხვედრები ზოგად პრობლებურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი სურვილია სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობა იყოს ადეკვატური რაც სამართალწარმოების პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge