primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც ეკონომიკის, ისე სოციალურ სფეროში

  • პოლიტიკა
  • 30.06.2016
  • 16:14
საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც ეკონომიკის, ისე სოციალურ სფეროში

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილესთან, დუგლას ფრანცთან გამართა.  

საუბარი შეეხო პროექტებს, რომელშიც OECD არის ჩართული, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიას და საბაჟო რეფორმას. განიხილეს საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების რეფორმები, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, განათლებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის საკითხები.  ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მსოფლიოში მწვანე ეკონომიკის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესგარემოს გაჯანსაღების, ღია მმართველობის კუთხით მიაღწია. 

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და OECD-ის შორის არსებულ წარმატებული თანამშრომლობისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და OECD –ის დელეგაციას შორის დღეს გამართული უწყებათაშორისი შეხვედრის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

"საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც ეკონომიკის, ისე სოციალურ სფეროში. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მიღწეულია პროგრესი მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სარგებელს და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ასე რომ, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს სოციალური კუთხითაც. საქართველოში მიღწეულია უდიდესი წინსვლა კორუფციასთან ბრძოლის, გადასახადების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით. ეს არის  ძალიან იმედისმოცემი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ჩავიტანთ ჩვენი ორგანიზაციის სათავო ოფისში და განვაცხადებთ, რომ საქართველო არის ჩვენი აქტიური პარტნიორი და მისაბაძი მაგალითი და რომ ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან,"- განაცხადა დუგლას ფრანცმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge