png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი OECD გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.06.2016
  • 17:06
 გიორგი კვირიკაშვილი OECD გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის მოადგილესთან, დუგლას ფრანცთან გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო პროექტებს, რომელშიც OECD არის ჩართული, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიას და საბაჟო რეფორმას. განიხილეს საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების რეფორმები, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, განათლებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის საკითხები. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მსოფლიოში მწვანე ეკონომიკის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესგარემოს გაჯანსაღების, ღია მმართველობის კუთხით მიაღწია.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და OECD-ის შორის არსებულ წარმატებული თანამშრომლობისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და OECD –ის დელეგაციას შორის დღეს გამართული უწყებათაშორისი შეხვედრის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

"საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც ეკონომიკის, ისე სოციალურ სფეროში. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოში მიღწეულია პროგრესი მცირე და საშუალო ბიზნესებთან თანამშრომლობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სარგებელს და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ასე რომ, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს სოციალური კუთხითაც. საქართველოში მიღწეულია უდიდესი წინსვლა კორუფციასთან ბრძოლის, გადასახადების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით. ეს არის ძალიან იმედისმოცემი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ჩავიტანთ ჩვენი ორგანიზაციის სათავო ოფისში და განვაცხადებთ, რომ საქართველო არის ჩვენი აქტიური პარტნიორი და მისაბაძი მაგალითი და რომ ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან,"- განაცხადა დუგლას ფრანცმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge