png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.06.2016
  • 17:25
საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქარათველოს პრეზიდენტი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს და გერმანიის დელეგაციამ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელა. საქართველოს პრეზიდენტმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მიზანია ევროპული ინტეგრაციების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს.
საუბარი ასევე შეეხო ნატოს მომავალ ვარშავის სამიტს, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეც იმსჯელეს.
 
შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ბუნდესტაგის პრეზიდეტმა.

„ბერლინში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენლების მიერ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. მე ვერ ვიხსენებ, მსგავსი სახის  სერიოზულ ვიზიტებს.

ეს ხაზს უსვამს, იმას რომ ორივე მხრიდან არსებობს ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერების და განვითარების საჭიროება.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპასთან დაახლოების შემდგომი პროცესი და ის ჩარჩო პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება.

ჩვენ მოვამზადეთ რეკომენდაციები და გთავაზობთ, რომ გამოიყენოთ ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა მომავალ წელს საქართველოში გერმანული დიასპორის დასახლების 200 წლის იუბილე დაასევე, საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობა 2018 წელს, ბერლინში, წიგნის ბაზრობაზე.

გერმანელ ხალხს სურთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები იყოს მეტად პერსპექტიული. ვფქირობ, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ წამახალისებელ გზაზე",  - აღნიშნა ბუნდესტაგისპრეზიდენტმა.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge