კასპში კიდევ ერთი მინის საწარმო აშენდება
- ეკონომიკა
- 30.06.2016
- 17:51
ქალაქ კასპში მინის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. შპს „ჯ-ის ინვესტ გლასს“ საწარმოს ასაშენებლად 150 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 400 000 ლარად გადასცა. საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 1 750 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
შპს „ჯ-ის ინვესტ გლასსი“ გეგმავს სამშენებლო, საავტომობილო და თეთრი ბოთლის მინის წარმოებას. ახალი საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს კასპში მრეწველობის განვითარებას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200