png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 30.06.2016
  • 18:21
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ბერლინში, ბელვიუს სასახლეში ოფიცილური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე საქართველოს და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, პრეზიდენტები სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრნენ, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბელვიუს სასახლეში იყვნენ მოწვეული.
ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი გერმანელ კოლეგას იოახიმ გაუკის ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდა. ასევე პირისპირ გამართეს შეხვედრა საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და გერმანიის პირველმა ლედიმ დანიელა შადტმა.
პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი შეეხო სახელმწიფოებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სავაჭრო, ტურისტულ და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პოტენციალის შემდგომ განვითარებას.
პრეზიდენტებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და საარჩევნო გარემოს.
გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამო, შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.
პრეზიდენტებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეც იმსჯელეს და ევროკავშირში შექმნილი ვითარება განიხილეს, მათ შორის ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი, აღინიშნა ის როლი, რასაც საქართველო თამაშობს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge